ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპალამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა:
„კარგია რომ ყველა პარტნიორი პირობას ასრულებს. შემდეგი ნაბიჯი ბატონი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება. ეს ყველას გზას გაუკვალავს რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ“, – წერს საკუთარ განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი.
Great! And good to see that all partners kept their promises – the #EU included. The next step will that Mr Melia will leave prison very soon. This should then pave the way towards a regular parliamentary work for everyone in #Georgia #April19th Agreement. https://t.co/AjbgYWdqKa
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 8, 2021











