აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კარგია, რომ დონალდ ტრამპი მის ინაუგურაციას არ დაესწრება.
“მითხრეს, მან განაცხადა, რომ არ აპირებს დაესწრება ინაუგურაციას. ეს ერთადერთი საკითხია რაშიც ვთანხმდებით, კარგია, რომ არ გამოჩნდება.
მან გადააჭარბა ჩემს ყველაზე ცუდ წარმოდგენებსაც მის შესახებ. ის ამ თანამდებობის დაკავების ღირსი არ იყო.”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინაუგურაციას არ დაესრება.
“მინდა შეგატყობინოთ, რომ 20 იანვარს ინაუგურაციას არ დავესწრები“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.











