კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.გიორგი მენაბდიშვილი ბრალს არ აღიარებს.
ინფორმაციისთვის, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთ საწარმოაში 2 პირი მძევლად აიყვანა.











