კაცი რომ ხინკლით გასკდება და მივა, არჩევნებს გააყალბებს. კაცი, რომ დარბის იმისთვის, რომ ხმები შეუგროვოს „ქართულ ოცნებას”…, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„რადგან საღამოს პურს აჭმევენ და 20 ლიტრიან ბოცას დაუდგამენ… იმას რა ღირებულებები უნდა მოსთხოვო? ეს კატეგორია ბევრი არ არის, მაგრამ არიან, ობიექტურად ვთქვათ. ილიამ დაგვიწერა ლუარსაბ თათქარიძე, „ბედნიერი ერი“, ხედავდა ვინ იყო, რა იყო ეს კატეგორია,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.











