საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად მიიღოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
„კიბერთავდასხმები პირდაპირი საფრთხეა საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ყველას გვახსოვს, გასულ ოქტომბერს როგორ გათიშა რუსეთის „გრუ”-ს მიერ განხორციელებულმა კიბერშეტევამ ათასობით ქართული ვებგვერდი. ასეთი შემთხვევები თავდასხმაა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ყველა ქვეყანაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გავერთიანდეთ.
დღეს ელჩი დეგნანი კიბერუსაფრთხოების ფორუმს დაესწრო, რათა ამ საკითხებზე ესაუბრა და კიდევ ერთხელ აღეთქვა, რომ აშშ ერთგულად დაეხმარება საქართველოს თავისი მიზნების მიღწევაში. გასულ თვეს ჩვენ $1.9 მილიონიანი კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი გავხსენით და ვაგრძელებთ ამერიკელი ექსპერტების მიერ ქართველი კოლეგების ტრენინგებით უზრუნველყოფას, რომ დავეხმაროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ძლიერ ექსპერტთა გუნდის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა.











