“ხანდახან რადიკალიზმი აუცილებელია”, – ამის შესახებ ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ფორმულას” ეთერში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მიერ თქმა იმის, რომ არჩევნები 30 წელია ყალბდება საქართველოში და ამჯერად განსაკუთრებული არაფერი მომხდარა შეცდომაა.
“თუ რაღაც თქვი, რომ დასავლეთს შეეშალა, არიქა, ანტიდასავლური ხარ და ქვეყანას აქცევ. მე ყველაზე მეტად ჩემი შვილები მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მათ ვაკრიტიკებ. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ შეგეშალათ”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება, სადაც საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს.











