ხანძრის შემდეგ თურქეთი ახლა უკვე ძლიერ წყალდიდობას ებრძვის. მდინარის ადიდებამ და წყლის დონის მატებამ ქვეყნის ჩრდილოეთით სერიოზული პრობლემები შექმნა – დატბორილია ქუჩები; დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ხალხი გადასარჩენად შენობების სახურავებზე ავიდა – მათი ტერიტორიიდან გამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გასულ წელს წყალდიდობას თურქეთში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











