ჩანაწერი, რომ ბრალდებულს შეუძლია უარი თქვას ამნისტიაზე წინააღმდეგობაში მოდის შეთანხმებასთან, – ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
სამნიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტში არის ჩანაწერი, რომ ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინც ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ იტყვის, ამაზე საუბარი კი მოლაპარაკების დროს არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.
„ეს არის წარმოუდგენელი, რაც გამოქვეყნების შემდეგ ვნახე – ჯერ ერთი, საერთოდ არ იყო ამაზე საუბარი არც ერთ შეხვედრაზე. საუბარი იყო, როგორც სტანდარტია ყველა ამნისტიის დროს, როდესაც ამნისტია გამოიცემა, თუ რომელიმეს, ვისაც ამნისტია შეეხება, ამაზე აქვს წინააღმდეგობა, შეუძლია გაასაჩივროს, უარი თქვას ამნისტიაზე და დაელოდოს სასამათლოს და მსჯავრს, იბრძოლოს სასამათლოში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში ჩვენ შევძლებთ „ქართული ოცნების“ დარწმუნებას, სხვა შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, ამ ნაწილში ჩვენი მედიატორების განცხადებები იქნება აქტიური, იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ჩანაწერს. ეს ჩანაწერი იმდენად წინააღმდეგობაშია ხელშეკრულებასთან, რომ მე დარწმუნებული ვარ, მედიატორები ამაზე მოახდენენ რეაგირებას,“ – განაცხადა სამნიძემ.











