დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
აღსანიშნავია, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაცია 45-მდე ქვეყანაში გამოიყენება.
შეგახსენებთ, 5 -24 მაისის პერიოდისთვის ვაქცინაციის გასაკეთებლად 20 987 მოქალაქე დარეგისტრირდა. 4-5 მაისს კი სულ აიცრა 2278 ადამიანი.











