„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის ოფისთან კასრები და შეშა ახალგაზრდებს დისკოთეკისთვის აქვთ მიტანილი.
„არ ვიცი, ერთადერთი, რაც ვიცი, ახალგაზრდებმა მოაწყეს დისკოთეკა. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა მოაწყო დისკოთეკა. დიდი ხანია, აქ არიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და უნდათ, ჰქონდეთ ასეთი ადგილი. გათბობას ემსახურება ალბათ, მე არ მინახავს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამ წუთებში სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ცოტა ხნის წინ კი, მხარდამჭერებმა ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს.









