„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე 2000 ლარით დააჯარიმეს. მისი თქმით ჯარიმა თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო გამოუწერეს
„აქციიდან წავედი სახლში, რომ თბილი ტანსაცმელი ჩამეცვა. სწორედ ამ დროს გამაჩერეს და გამომიწერეს 2000 ლარით. ეს გახლავთ უკანონო ქმედება.
მეუბნებიან, რომ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესი დავარღვიე. არავითარი მსგავსი რამ არ დამირღვევია, მე კოვიდინფიცირებული არ ვარ. წავედი სახლში გამოვიცვალე და მოვდივარ უკან. ეს არის უკანონო დადგენილება. “- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში მოქმედებს მთავრობის დადგენილება თვითიზოლაციისა და კარანტინის წესის შესახებ, რაც სხვა შეზღუდვებთან ერთად, გადადგილებაზე 9 ნოემბრიდან ამოქმედებულ შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
ცოტა ხნის წინ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მოქალაქეები, რომლებიც გადაადგილების შეზღუდვას არ ემორჩილებიან და 22:00 საათის შემდეგ, ქუჩაში ან ღია სივრცეში იმყოფებიან, 2000 ლარით დაჯარიმდებიან









