ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების მხრიდან ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ზეწოლის შესახებ ბრალდებას პასუხობს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
„სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდით, ვინაიდან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ დღეს, ქართული ოცნების კიდევ ერთმა ამორალურმა ფსკერმა მანიპულაცია მოახდინა ადამიანის სიცოცხლით. ამიტომ, გადავწყვიტეთ გვეპასუხა კობახიძის ადიუტანტების, 1500 ლარიანი ექსპერტების და იმ ადამიანების განცხადებებისთვის, რომლებიც აი ახლაც ვაჭრობენ ადამიანის გარდაცვალებით.
პირველ რიგში, ძალიან დიდი მწუხარება მინდა გამოვხატო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ ოჯახს.
აქვე მინდა ვთქვა, ის რასაც კადრულობენ ქართული ოცნების, კობახიძისა და ივანიშვილის მონები და მსახურები ცდება ყოველგვარ ზღვარს, რადგან დღეს, გაყალბებული არჩევნების, ადამიანებზე, კომისიის წევრებზე ზეწოლის შემდეგ, ყოფნით უტიფრობა, და თავხედობა, კვლავ ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური მანიპულაციებით ისაუბრონ.
თქვენ ხართ ამორალურები და ფსკერი. რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ, იგივე ამორალურობაზე საუბრობთ. დიახ, დღეს უამრავი ადამიანი, მოქალაქე და კომისიის წევრია ზეწოლის ქვეშ ცესკოს მხრიდან. ამის შემდეგ, კიდევ გყოფნით თავხედობა, პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენოთ გარდაცვლილი ადამიანი.
თუ გამოძიება წარიმართება ობიექტურად, და ეს ჩატარდება ივანიშვილის წასვლის შემდეგ, გავიგებთ, რომ ცესკოს მხრიდან ნამდვილად აქვთ ზეწოლის შემთხვევები წევრებს.
2012 წელს, ქართული ოცნების ლიდერები რაფალიანცის მკვლელობას აბრალებდნენ ოპოზიციონერებს, მაგრამ დღეს, ყველამ იცის რაც მოხდა…
ჩვენ ვითხოვდით, ჩვენი ხმები დაგვეცვა, დღეს კი, გყოფნით თავხედობა თქვენ, 1500 ლარიანო მონა ექსპერტებო, გამოხვიდეთ და ისაუბროთ გარდაცვლილ ადამიანებზე. იცოდეთ, რომ თქვენი დღეები დათვლილია, რადგან არავინ გაპატიებთ იმას, რაც 31 ოქტომბერს გააკეთეთ.
კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, იმისთვის, რომ მსგავსი რამ დასრულდეს, ხვალ, რუსთაველზე უნდა მივიდეთ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან მივიდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები და კონკრეტული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ოჯახს რეპრესიებით ემუქრებოდნენ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.









