„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვექნება. პირველ რიგში, ეს გზავნილი შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მოსამართლეების დანიშვნის საკითხს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვექნება. პირველ რიგში, ეს გზავნილი შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ეს შეთანხმება და ყველაფერს აკეთებდა, რომ ის დარღვეულიყო და ამისთვის დღემდე ყველაფერს აკეთებს. ასევე, საუბრის თემა იქნება საქართველოს მომავალი – დემოკრატიული უკუსვლა, ის, რომ დემოკრატიული კურსი, რომელიც ძალიან აშფოთებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ყველაფერს აკეთებს, უარი თქვას ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც ამ ქვეყნის მრავალი თაობის მონაპოვარია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძე.









