პრინციპულად ეს დოკუმენტი მისაღებია, თუმცა „ლელო“ ყველა პუნქტს, რომელიც ხელში მიჭირავს, ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. „ლელოს“ ლიდერმა მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე ელჩებსა და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.
„ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი, რასაც „ლელო“ ყოველთვის ამბობდა. ამ დოკუმენტის შემდეგ ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციაში, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.










