ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება დღეს დადასტურებული კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა.
„24 ახალი ინფიცირებულიდან 5 არის იმპორტირებული შემთხვევა. 5 არის დაავადებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 10 გახლავთ გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი შემთხვევა, ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კონტაქტების კვლევა.
რაც შეეხება ჩვენს ცენტრს. გვყავს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, სულ 28 პაციენტი მკურნალობს. ოთხი ახალი შემთხვევიდან 2 გახლავთ ჩვენთან დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. 2 კი გახლავთ გარდაბნის რაიონიდან.
სულ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომაროება მკურნალობას ექვემდებარება. დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა“,- აღნიშნავს ეზუგბაია.
ისივე თქმით, ამჟამად კოვიდ ცენტრებში სულ 188 პაციენტი მკურნალობს.











