ხელისუფლებამ პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა უნდა მოაგვაროს და ოპოზიცია პარლამენტში ვიხილოთ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
„მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით. საჭიროა ორმხრივი დათმობები. იმისთვის რომ წინ წავიდეთ აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმებიდან დავიწყოთ, ხელისუფლებამ პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა უნდა მოაგვაროს და ოპოზიცია პარლამენტში ვიხილოთ. დროა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა პოზიცია გამოვხატოთ. ხელი მოაწერეთ ამ მიმართვას,“- წერს ვახუშტი მენაბდე.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა.











