ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია! – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.
„აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისუფლების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის პროექტის ჩაშლაში,სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული და ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაშია… ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!“, – აცხადებს ხაზარაძე.
ცნობისთვის, სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.










