„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტიკაში კიდევ 30 წლით, ხელისუფლებაში კი ორი ვადით აპირებს ყოფნას. ამის შესახებ ნათელაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – არჩევნებში არასასურველი შედეგის შემთხვევაში ხომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, ვინაიდან უკვე 20 წელია პოლიტიკაშია, ნათელაშვილი პასუხობს:
„20 წელი ცოტაა, წინ კიდევ 30 წელია. ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.











