fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხელისუფლების ადგილას გულარხეინად არ გავაკეთებდი კომენტარებს – ბესელია კონგრესში წარდგენილ კანონპროექტზე

13:36 ივლისი 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

„არ ვისურვებდი, რომ ის კანონად იქცეს და დამტკიცდეს, რადგან ეს რეალურად, ქვეყნისთვის პირველი ღია სანქციის დაწესება იქნება“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს ქმედებას უარეს შემთხვევაში შესაძლებელია, სანქციაც დაერქვას.

„ამ გადაწყვეტილებით შეიძლება სწორედ მოიაზრებოდეს ის უნდობლობა, ნიჰილიზმი თუ იმედგაცრუება, რაც ბოლო პერიოდის არადემოკრატიულმა პროცესებმა გამოიწვია. ამიტომ, ხელისუფლების ადგილას არ შევხედავდი ამ პროცესს მშვიდად და ასე გულარხეინად არ გავაკეთებდი კომენტარებს, რადგან უნდა დაფიქრდნენ, რამდენად სერიოზული სიგნალია მსგავსი მიდგომა, როდესაც წლიდან წლამდე პირიქით იზრდებოდა საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან და ეს მხარდაჭერა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატებოდა.

ახლა ეს მიდგომა ნიშნავს თუ არა სწორედ ამ იმედგაცრუების, ნიჰილიზმის და მკვეთრად კრიტიკული განწყობის გამოხატულებას, სწორედ ასე იკითხება პროექტში ჩაწერილი ეს ცვლილება. შეიძლება ამას დავარქვათ ერთგვარად ან გაფრთხილება უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი, ერთგვარი სანქციაც. სწორედ ამგვარი ნაბიჯებით შეიძლება იყოს გამოხატული ის მკვეთრად კრიტიკული და ნეგატიური განწყობა, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის პოლიტიკურმა პროცესებმა ჩვენს პარტნიორს გაუჩინა“, – აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს.

გაწერილია დახმარების წინაპირობაც. კონკრეტულად, ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის კომიტეტის, ქვეკომიტეტში დაინცირებული კანონპროექტი. 

თეგები: კანონპროექტი

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა შესაძლებელი იქნება

ივლისი 13, 2021
1.2k
პოლიტიკა

თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას – დავხუროთ ეს უთანხმოება

ივნისი 10, 2021
772
პოლიტიკა

პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ

ივნისი 10, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია