ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ირაკლი კახიძის სახლს მეხი დაეცა.
როგორც „პრაიმტაიმს” ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ირაკლი კახიძის საცხოვრებელ სახლს დაეცა მეხი, რომელმაც დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. საბედნიეროდ ირაკლი კახიძის ოჯახის წევრები არ დაზიანდნენ”- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, აჭარაში დილიდან გადაუღებელი წვიმა და ელჭექია. დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










