რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მეხი ჩამოვარდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მეხი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმ ადგილზე დაეცა, სადაც 5 ახალგაზრა იმყოფებოდა. მეხის ჩამოვარდნის შემდეგ ერთ-ერთმა, 25 წლამდე კაცმა, ბარძაყის არეში ძლიერი დარტყმა იგრძნო და დაშავდა. ადგილობრივების თქმით, ხმა და დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფაქტის შესახებ გაიგო, თუმცა ვერ მიხვდნენ, რა მოხდა.
„უცებ გრუხუნის ხმა გავიგე, საშინელი გრგვინვის ხმაც. უცებ გავიქეცი აივნისკენ. გოგირდის საშინელი სუნი იდგა და კვამლი. მეგონა დენის მრიცხველები აფეთქდა. ბიჭები გარბოდნენ, რა მოხდა, რა აფეთქდა და ჩემი მეზობელი მეძახის, მეხი ჩამოვარდაო, იგივე მითხრა მეორე მეზობელმაც”, – ამბობს ადგილობრივი, ნონა გელაშვილი.











