„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საარჩევნო უბანზე მივიდა. ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მედიასთან განაცხადა, მან ხმა მისცა ქვეყნის სრულიად ახალ, დამოუკიდებელი პოლიტიკის განვითარებას.
„თანამედროვე ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები, რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა. ამიტომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ ხმა მისცეს ქვეყნის, საკუთარი ოჯახების მომავალს და იმას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ კრიზისს და გამოწვევას რის წინაშეც დღეს ვდგავართ.
მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











