„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ხმა მისცა უკეთესობისკენ ცვლილებას.
„ხმა ცვლილებებს მივეცი – ხელისუფლების ცვლილებას, უკეთესობისაკენ ცვლილებას. თითოეულმა ადამიანმა არჩევნებზე არმისვლით შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ქვეყნისა და შვილების მომავალს. ასე რომ, ყველამ უნდა ვიაქტიუროთ“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











