ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიაში, სადაც „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები საკრებულოს სხდომაზე შესვლას მოთხოვნით მივიდნენ. მათ ამის საშუალება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები აცხადებენ, ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის აზრი აინტერესებდათ.
„არ გვიშვებენ. აუცილებელია საშვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომას ვერ დაესწრებითო. ვითხოვთ, ხვალვე ჩაინიშნოს სხდომა, მოვიდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს წევრები და პროექტზე ისაუბრონ.
რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, საკრებულოს სხდომა არის საჯარო და გვინდა დავესწროთ. სხვა სხდომაზე თუ არ იყო საშვი საჭირო ახლა რატომ გახდა? ყოველთვის უპრობლემოდ შევდიოდით. ”ქართული ოცნების” დეპუტატები და საკრებულოს თავმჯდომარე რომ არ ჩადგეს უხერხულ მდგომარეობაში ამიტომ არ გვიშვებენ?!“, – განაცხადა “მე მიყვარს ბათუმის” ერთ-ერთმა წევრმა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შეგახსსენებთ, ბათუმის ბულვარში ,,ამბასადორის” 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე









