ბათუმის მერია „პატრიოტთა ალიანსის” მიერ ბათუმის სხვადასხვა უბანში საარჩევნო ბანერების განთავსების საკითხს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
უწყების ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო ბანერები მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს, შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელიც სასამართლოში გაიგზავნება.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით”- აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











