ხობის მუნიციპალიტეტის სოფელებში ხამისკური, ხეთასა და პირველ მაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, ქუჩები და სავარგულები.
ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა.
დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა, გაიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ავტორი: თეა შონია











