ცენტრალურ ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების აღნიშნული სიმძლავრე დაფიქსირდა ქვეყნის დედაქალაქის, ზაგრების სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია ქალაქ პეტრინიაში.
ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ამავე რეგიონში გუშინ 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.











