ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.
მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.
ქალაქ პეტრინიაში მაშველების დასახმარებლად ჯარი გაგზავნეს. ეს იყო ხორვატიაში მეორე მიწისძვრა ორი დღის განმავლობაში.











