კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, 23 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ხორვატიაში რეგიონებს შორის გადაადგილება აიკრძალება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გარკვეული დადებითი ნიშნების მიუხედავად, ზომების შემსუბუქება შესაძლებელი არ არის“, – განაცხადა ხორცატიის შს მინისტრმა, დავორ ბოჟინოვიჩმა.
ცნობისთვის, ამჟამად, ხორვატიაში ნაწილობრივი ლოქდაუნი მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები და სპორტული დარბაზები, ხოლო მაღაზიებში შესვლა შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვისაა დაშვებული.











