fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხულო სიყვარულის, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია – კალაძე

15:14 აგვისტო 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხულო ტოლერანტობის, სიყვარულის, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არავისთვის არის უცხო, რომ მაღალმთიანი აჭარა საოცარი ბუნებით, უგემრიელესი, მხოლოდ ამ ადგილისთვის დამახასიათებელი კერძებით გამოირჩევა, რაც უნიკალურ ნიადაგს ქმნის ტურიზმის სფეროს განსაკუთრებული განვითარებისთვის.

„ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი და საზრუნავიც სწორედ ის არის, რომ თოთოეული რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით განვავითაროთ კონკრეტული სფეროები, რაც, პირველ რიგში, სწორედ თქვენი, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე აისახება.

დარწმუნებული ვარ, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ხულოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასოფლო სამეურნეო და ტურისტული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რაშიც მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო, გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქ, ამ მუნიციპალიტეტში აქამდე არნახული რაოდენობისა და მასშტაბების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, აშენდა ხიდები, რაც მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს იმ საქმეების ძალიან მოკლე და პატარა ჩამონათვალია, რაც ბოლო წლების განმავლობაში იქნა განხორციელებული კონკრეტულად ხულოს მუნიციპალიტეტში, თუმცა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტებისა, მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ, ხულოში , აჭარაში, ჩვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი პასუხები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ და ყველა პრობლება გადავლახოთ თავაწეულებმა.

დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ გვინდა წარმოგიდგინოთ ორი ადამიანი, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ადამიანებს ექნებათ თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა.

ჩვენ 2012 წელს მივაღწიეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სრულიად საქართველო გაერთიანდა და არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მშვიდობიანი გზით გავიმარჯვეთ არჩევნებში. 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მჯერა, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას.

ჩვენ, ჩვენი წარმატებებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“- განაცხადა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
771
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია