ვფიქრობ, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ქამდეც უნდა შემოსულიყვნენ. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი, ვინც ნაკლებად რადიკალური ქმედებებით გამოირჩევიან, შემოვლენ და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას. NDI-ს კვლევებმაც აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს მათი გადაწყვეტილების აღსრულებას. ხალხმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტი ამ შემადგენლობით იყოს დაკომპლექტებული, იმ პროცენტული მხარდაჭერის შესაბამისად, რა მხარდაჭერაც მოიპოვა ამა თუ იმ პარტიამ. ასე ხედავს ამომრჩეველი, რომ ამ შემადგენლობით უნდა მართოს ქვეყანა, საკანონმდებლო ორგანომ და არ შეიძლება ამაზე უარის თქმა, მაგრამ თუ ისინი პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას არ შეასრულებენ, რა თქმა უნდა, მე ჩემი გადაწყვეტილებით უფრო თავისუფალი ვიქნები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.











