„ხვალ მივმართავთ ჩვენ ცესკოს, მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიასაც ჩავხსნით და აბსოლუტურად ერთსულოვანი ამ კუთხით არის მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებები ყოველგვარი განსხვავებების გარეშე“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხვალ მივმართავთ ჩვენ ცესკოს, მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიასაც ჩავხსნით და აბსოლუტურად ერთსულოვანი ამ კუთხით არის მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებები ყოველგვარი განსხვავებების გარეშე.
სტრატეგია აღმაშენებელი მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში აუცილებლად, შემდგომი რაუნდი გაიმართება და იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე ამ მძიმე ვითარებას კარგად გაიაზრებს. რადგან უმძიმეს კრიზისშია ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










