ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს.
აქცია ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს უკავშირდება. მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს პროცესზე დასწრების უფლებას.