ხვალიდან პარტია “მოქალაქეების” ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას შეუდგებიან. ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან, თუმცა უცნობია, დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 დღის წინ მიიღო.











