fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება – რა წესების და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს

15:47 ივლისი 5, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
843
ნახვა

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებისთვის წლევანდელი ტესტირება განსხვავებული იქნება, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო მათ გარკვეული რეგულაციების და შეზღუდვების დაცვა მოუწევთ.

ყველა აბიტურიენტი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში პირბადით გამოცადდეს. ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აბიტურიენტებისთვის განსაზღვრეს.

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:

  • თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მიიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);
  • თუ გამოსაცდელს 37С ან 37С -ზე მეტი ტემპერატურა აქვს, 15 წუთში უნდა გადაუმოწმონ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5С-მდე (37.4С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ის დაჯდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
  • თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხს წყვეტს ექიმი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აქვს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
  • იმ შემთხვევაში, თუ 37С-დან 37.4С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელს განათავსებენ ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
  • 37.5С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელს განათავსებენ ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
  • ტემპერატურის 37.5С -ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელს დასვამენ სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაიცავით წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც უნდა უზრუნველყოთ:
  • ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება;
  • აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა (უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ 2 მ-ის დაცვით);
  • რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენება.

საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:

  • სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;
  • სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;
  • მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:

  • უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;
  • განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; კონდიცირება დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე. შენიშვნა: პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.
  • გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 С-ს.
  • კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სივრცეში მყოფი პირებისკენ;
  • კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია ფანჯრების ღიად დატოვება, აღნიშნული ხელს უწყობს საგამოცდო სივრცეში ჰაერის გარედან შემოდინებას და ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებას.
  • უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:

ყოველი სესიის დასრულების შემდეგ მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).

საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:

ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.

თეგები: ერთიანი ეროვნული გამოცდები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

აგვისტო 30, 2021
801
მთავარი ამბავი

უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

აგვისტო 3, 2021
824
საზოგადოება

დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა

ივლისი 27, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია