„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გილოცავთ მეგობრებო! ძალა ნამდვილად სიმართლეშია!“, – განაცხადა ვაშაძემ.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.










