საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნაში 29 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში თავდასხმის მსგავსი შემთხვევები კიდევ განმეორდება, რადგან საფრანგეთი ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ ომი გვაქვს მტერთან, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთაც არის. უნდა გვესმოდეს, რომ იყო და კიდევ იქნება ასეთი საშინელი თავდასხმები“, – განაცხადა ჟერალდ დარმანენმა.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.











