ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა
ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ მოლპარაკებები ამჯერად წარმატებით დასრულება.
“კიდევ კარგი, გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომლებიც ცდილობენ მაგიდასთან დაგვსვან – ჩვენი ეს შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყვანონ. მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები ამ ჯერზე მაინც შედეგით დასრულდება და საზოგადოებაში ისევ ის დიდი იმედგაცრუება არ იქნება. ყველამ კარგად უნდა გავიზაროთ, რომ ჩვენს ზურგსუკან არის ხალხი და შევწყვიტოთ ამ ქვეყნის ჯანჯღარი. „რადგან მე ასე მინდა, ასე უნდა მორჩეს“, ეს ასე არ ხდება. ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით კვლავ ეწვევა.











