კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა.
„კლინიკებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები, რათა ეს იყოს უსაფრთხო ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ვამზადებთ სტრატეგიას ქვეყნის მასშტაბით, რათა მიმდინარე რეფორმები იყოს არა ქაოტური, არამედ თანმიმდევრული, გამჭვირვალე და სასარგებლო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.











