ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება.
როგორც ალბერტ ვეილერი ამბობს, კვლავ მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიის უზრუნველყოფა.
„საქართველომ პირველად აირჩია ახალი საარჩევნო სისტემით. მოხარული(კმაყოფილი) ვარ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასებებით. კვლავ მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ საქართველოს ამაში მხარი დავუჭიროთ“,- ამბობს ალბერტ ვეილერი.











