ყოფილი პოლიტიკოსი, კობა დავითაშვილი ჰოსპიტალიზირებულია.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„კლინიკაში თირკმლის უკმარისობითაა შემოსული, გარდა ამისა, ჰიპოემიური შოკი ჰქონდა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მისი მდგომარეობა ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე“, – აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, დავითაშვილს 2017 წელს ბეხტერევის დიაგნოზი დაუსვეს და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.











