რესპუბლიკური საავადმყოფო „ფაიზერით“ ვაქცინაციას იწყებს.
როგორც კილინიკის დირექტორი ამბობს, მას შემდეგ, რაც „ფაიზერის“ ვაქცინა დამთავრდება, კლინიკა კვლავ „ასტრაზენეკას“ გამოიყენებს.
„კლინიკა სამშაბათიდან სრულად გადადის „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესზე. ამ პერიოდში შეწყდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია და როგორც კი დამთავრდება „ფაიზერი“, რადგან ის შეზღუდულია, ამის შემდეგ, ვაქცინაცია კვლავ „ასტრაზენეკათი“ გაგრძელდება,” – ამბობს ლევან გოფოძე.
ცნობისთვის, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე შემოვიდა და მოსახლეობის ახრა უახლოეს დღეებში დაიწყება. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა 15 მარტიდან უკვე დაწყებულია.
რეგისტრაცია გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დროისათვის პირველი დოზები თითქმის სრულად გაწერილია.











