„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შეუერთდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქრონიკაში“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, იმისთვის, რომ “გირჩი” პარლამენტში შემოვიდეს, “ქართული ოცნება” ყველა შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს.
„ჩვენ ამისთვის ყველა ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოლიტიკური პარტია სრულფასოვნად შემოუერთდეს პარლამენტს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო.











