fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კობახიძე: „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით, უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას

12:39 აპრილი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
775
ნახვა

„დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტის სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება ჯერ კიდევ მიუღწეველია.

„ამ ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ – ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა და ლეიბორისტულმა პარტიამ  მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას „ქართული ოცნების“ და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ.

ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას.

ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი. ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიას და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია