საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უმრავლესობის წარმომადგენლებს: ირაკლი კობახიძეს, კახა კუჭავასა და არჩილ თალაკვაძეს ხვდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც დაესწრება.
უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრამდე დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა.











