ფონდის “ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე, “დღის კურიერის” ეთერში ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ “თბილისი პრაიდი” არ უნდა ჩატარდეს.
იდა ბახტურიძე ირაკლი კობახიძისგან ამ საკითხზე განმარტებას ითხოვს, კერძოდ კი, აინტერესებს ეს ზოგადად სახელმწიფოს პოზიციაა თუ პირადად ირაკლი კობახიძის.
“მინდა გამოვეხმაურო მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც უკიდურესად საფრთხის შემცველია. ის პირი, რომელსაც ევალება ამ ქვეყანაში კონსტიტუციის გარანტი იყოს, პრაქტიკულად წითელ შუქს უნთებს მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც არაერთხელ გვინახავს თუ როგორ ექცევიან ლგბტ თემს.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციას დაიკავებს ხელისუფლება. გუშინდელი კობახიძის განცხადება კი სრულიად აღმაშფოთებელი და საფრთხის შემცველი იყო. მე ვითხოვ მისგან განმარტოს პოზიცია, ეს იყო უბრალოდ წამოცდენა და გაუაზრებელი მისი მოსაზრება, თუ ეს სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა,”- აცხადებს ფონდის “ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე.











