„მგონი, ეს ადამიანი უკვე გაორებულია და კონცენტრაცია უჭირს, უკრაინაში იმყოფება, უკრაინის მოქალაქეა და განცხადებებს აკეთებს საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხდა.
როგორც ის ამბობს, მისი განცხადებები პოლიტიკურ ველში აქტუალური ვერ იქნება, რადგან უკვე წარსულის წარმომადგენელია.
„მესმის, რომ შეიძლება, თავის თავში ხედავდეს იმის ძალას, როგორც აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ის არის სამწუხაროდ პოლიტიკური წარსულის წარმომადგენელი. ამდენად, არ მგონია, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ ველში აქტუალური იყოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ“,- აღნიშნა კობერიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დარჩენილი 100 დღეს საქართველოსთვის გადამწყვეტია და იგი „გადამწყვეტი ნახტომისთვის“ ემზადება.











