კოლუმბიამ Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ქვეყანა ვაქცინას უახლოესი კვირების განმავლობაში მიიღებს.
ცნობისთვის, ეს მესამე ვაქცინა, რომელიც კოლუმბიამ გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ქვეყანამ ვაქცინაცია 17 თებერვლიდან დაიწყო.










