„24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 23:00 ან 00:00 საათამდე.“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საახალწლო განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხვალიდან კი როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, სხვა საახალწლო განათებები ჩამქრალი იქნება.











