„არჩევნების გაყალბება არავის მხრიდან არ მომხდარა. თუ რაიმე ტექნიკური დარღვევა იყო, გადაითვლება და დაიდება ის შედეგი, რაც იქნება“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ბექა დავითულიანი საუბრობს.
როგორც დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არჩევნების შედეგებით ყველა კმაყოფილი ვერ იქნებოდა.
„არჩევნების შედეგით ოპოზიცია არის უკმაყოფილო, ეს გასაგებია, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება შედეგებით. ვერც ერთი სისტემით ისინი უმრავლესობას ვერ მოიპოვებდნენ და ეს არის ფაქტი.
რაც შეეხება იმას, რომ კომისიის წევრები ტოვებენ კომისიას. ის კომისიის წევრები ტოვებენ, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი მათ შორის იმ ოქმებზე, რომლებიც მედიაში ტრიალებს, ახლა თავის თავს უცხადებენ პროტესტს. თუ რამე ყალბდებოდა, ხელს რატომ აწერდნენ?
არჩევნების გაყალბება არავის მხრიდან არ მომხდარა. თუ რაიმე ტექნიკური დარღვევა იყო, გადაითვლება და დაიდება ის შედეგი, რაც იქნება“,- განაცხადა ბექა დავითულაინმა.
მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება, რადგან ხალხმა საკუთარი ნება უკვე გამოხატა.











